აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ეს არ იყო მარტივი, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.
ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს.
თეთრმა სახლმა ხელმოწერის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
მემორანდუმს ხელი ირანის მხრიდან პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მოაწერა.
სააგენტო IRNA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფეზეშქიანს ხელში უჭირავს ხელმოწერილი მემორანდუმი.
📸 مسعود پزشکیان یادداشت تفاهم اسلامآباد را امضا کرد
— IRNA – ایرنا (@IRNA_1313) June 18, 2026
🔹متن یادداشت تفاهم خاتمه جنگ تحمیلی آمریکا-رژیم صهیونیستی علیه جمهوری اسلامی ایران، در اولین دقایق بامداد پنجشنبه ۲۸ خرداد ۱۴۰۵ توسط رؤسای جمهور ایران و آمریکا امضا شد.https://t.co/i94Mn8xod2 pic.twitter.com/s0CjRu3xfb
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ირანის მოთხოვნით, დოკუმენტი გაფორმდა როგორც ინგლისურ, ისე სპარსულ ენაზე.
„თუ ტექსტი მხოლოდ ინგლისურად იარსებებდა, შესაძლოა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია ან თარგმანში განსხვავება ყოფილიყო“, – განაცხადა ბაღაიმ.
ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. 14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა საკითხებთან ერთად, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო საბანკო სექტორზე.
