LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირს ევროპას რობოტაქსების დანერგვა: გამოწვევები, რეგულაციები და ჩინეთის უპირატესობა

116
რობოტაქსი

ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა არაერთხელ სცადეს რობოტაქსების სერვისის გაშვება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ამბიციური გეგმები, ხმაურიანი განცხადებების კეთებიდანვე მალევე, ფერხდებოდა ან უქმდებოდა.

ავტონომიური ტრანსპორტის ერთ-ერთი მთავარი პიონერი – Tesla – ბოლო თვეებში დანერგვის პროცესის შენელებას წააწყდა. მიზეზი უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება, ოპერაციული შეფერხებები და გადაუჭრელი პროგრამული გამოწვევებია.

თუმცა Tesla ერთადერთი როდია: ევროპული გიგანტები – Volkswagen, BMW და Mercedes-Benz – ზუსტად იმავე ბარიერებს აწყდებიან.

რატომ არის რობოტაქსების გაშვება ევროპაში ასე რთული?

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულმა ავტომწარმოებლებმა მცირე პროგრესს მაინც მიაღწიეს, რობოტაქსების ფართომასშტაბიანი დანერგვა ევროპაში მაინც ნელა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, მთავარი მიზეზებია:

  • რეგულატორული ბარიერები: ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ საჯარო ტესტირებისას საჭესთან ლიცენზირებული უსაფრთხოების ოპერატორი ეჯდეს. ამის გამო, მაგალითად, Volkswagen-ი, სავარაუდოდ, 2027 წლამდე ვერ მიიღებს სრულად უპილოტო კომერციულ სერტიფიკატს.
  • სიფრთხილე და ალგორითმები: აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით, ევროპა უნდობლად ეკიდება გამოუცდელ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს რისკებისადმი ფრთხილი მიდგომა აფერხებს ალგორითმების რეალურ პირობებში სწავლებასა და დახვეწას. გარდა ამისა, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები და საგზაო შემთხვევების საგამოძიებო ინსტრუქციები ტექნოლოგიების სწრაფ ტემპს ჩამორჩება.
  • მაღალი ხარჯები და დაბალი მოთხოვნა: მომხმარებლები არ არიან მზად, გადაიხადონ მეტი შეზღუდული ავტონომიური ფუნქციებისთვის, რაც უპილოტო ავტოპარკების ბიზნესმოდელს ეკონომიკურად არამომგებიანს ხდის.
  • ალტერნატივები და კონკურენცია: ევროპის ქალაქებში უკვე არსებობს მძლავრი, განვითარებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი. შესაბამისად, აქცენტი კეთდება არსებულ ტრანსპორტთან ინტეგრაციაზე და არა კერძო ტაქსების რაოდენობის ზრდაზე.

ჩინეთის უპირატესობა: რას აკეთებს აზია განსხვავებულად?

სანამ ევროპა ბიუროკრატიასა და მაღალ ხარჯებს ებრძვის, ჩინეთის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა პეკინი, უხანი, შენჟენი, გუანჯოუ და შანხაი, რობოტაქსები უკვე ყოველდღიურობაა. ზოგან კომერციული ავტოპარკები 24/7 რეჟიმშიც კი მუშაობენ. მომხმარებლებს ტაქსის გამოძახება პოპულარული აპლიკაციებით – WeChat-ითა და Alipay-თ შეუძლიათ.

რა განაპირობებს ჩინეთის წარმატებას?

  • ჩინეთის მთავრობა ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებას ეროვნულ ტექნოლოგიურ პრიორიტეტად განიხილავს.
  • ჩინეთი მცირე ტექნიკურ შეფერხებებს მთლიანი ინდუსტრიის შეჩერების უფლებას არ აძლევს.
  • ადგილობრივი წარმოება და EV-მომარაგების ჯაჭვი ავტომწარმოებლებს საშუალებას აძლევს, დაბალ ფასად მიიღონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა (Hardware) და მასობრივ წარმოებაზე გადავიდნენ.
  • ქაოტური მოძრაობა – უკეთესი ტრენინგი: პეკინისა და გუანჯოუს მჭიდროდ დასახლებული და ქაოტური ქუჩები საუკეთესო გარემოა ალგორითმების შესასწავლად, რათა სისტემამ ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილების მოულოდნელი ქცევების პროგნოზირება ისწავლოს.
  • საზოგადოებრივი ნდობა: ევროპელებთან შედარებით, ჩინელი მომხმარებლები გაცილებით მეტ ნდობასა და მზაობას გამოხატავენ უპილოტო ტრანსპორტით გადაადგილების მიმართ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები