LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდული სიცხის ფონზე, გერმანიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის ხარჯები 700 მილიონი ევროთი გაიზარდა

114
ზაფხულის სიცხე

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის „350.org“ თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა სიცხის ტალღამ ევროპაში, მხოლოდ ერთ კვირაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ელექტროენერგიის გადასახადები, ჯამში, 700 მილიონზე მეტი ევროთი გაზარდა. აუტანელი სიცხე ზრდის გაგრილების საშუალებებზე მოთხოვნას, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას კი თან სდევს ფასების მატება.

ეს დამატებითი ხარჯები ემატება ნავთობისა და გაზის ისედაც გაზრდილ ფასებს, რაც ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისით არის გამოწვეული. „350.org“-ში მიიჩნევენ, რომ „რადგანაც წიაღისეული საწვავის კომპანიები აგრძელებენ მოგების მიღებას იმ კრიზისებიდან, რომელთა შექმნასაც თავადვე შეუწყვეს ხელი, მთავრობებმა მუდმივი გადასახადი უნდა დააწესონ წიაღისეული საწვავიდან მიღებულ ზემოგებაზე და ეს თანხები გამოიყენონ მოსახლეობის დასაცავად სიცხისგან, მაღალი გადასახადებისა და ენერგეტიკული შოკებისგან“.

აღსანიშნავია, რომ ფასების მკვეთრი მატება უფრო საღამოს საათებში ფიქსირდება. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებულია, რომ მზის ჩასვლის შემდეგ მცირდება იაფი, მზის ენერგიის მიწოდება, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა და გაგრილებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით ტროპიკულ ღამეებში.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები