„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში სროლის დროს მოკლული 8 ბავშვიდან 7 თავდამსხმელის შვილი იყო.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ბორდელონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი შამარ ელკინსია, რომელმაც 7 შვილი და კიდევ 1 ბავშვი მოკლა.
ბავშვები ერთიდან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.
კრიტიკულ მდგომარეობაშია 2 ზრდასრული ქალი, მათ შორის ბავშვების დედა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას მანქანით ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის გაანეიტრალეს.
„ბიბისის“ ცნობით სამართალდამცველები მოტივის დადგენაზე მუშაობენ.
