LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა – მამუკა ბახტაძე

88

ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ლარის კურსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის ქმედებებსა და მყარი შიდა ეკონომიური მდგომარეობის მისაღწევად მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ, ასევე, საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დონე შემცირდეს, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით.

პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.

„რაც შეეხება ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. ამავე დროს, ჩვენი ამოცანა, რომ ერთი მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტიანად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ქვეყანაში მოწყვლადობის დონე საგარეო ფაქტორების მიმართ აუცილებლად უნდა შევამციროთ, ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ ურთიერთთავსებადია,“ – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბევრი არგუმენტი მოუსმენია, რომ ორივე მიზნის მიღწევა ერთად წარმოუდგენელია, თუმცა, პრემიერის თქმით, ეს რეალობას არ შეესაბამება და ამის ძალიან კარგი მაგალითია უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

ამასთან, როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ახალ ინიციატივებს მთავრობა შემოდგომაზე წარმოადგენს.

ლარის კურსი გასულ კვირაში გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში ერთი აშშ დოლარის ფასმა 2.63-2.68 ლარს მიაღწია. მიმდინარე კვირაში კი, ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება და ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.5773 ლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები