LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ თვეში პირველი ქართული სმარტ-ტელევიზორი გამოვა

106

ბაზარზე ერთ თვეში პირველი ქართული სმარტ-ტელევიზორი გამოჩნდება. პროდუქციას კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” აწარმოებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, ქართული სმარტ-TV დიდი სავაჭრო ქსელებში გაიყიდება, ღირებულება კი 700 და 900 ლარი იქნება.

”პროდუქციის წარმოება უკვე დაწყებული გვაქვს. ტელევიზორის შესაქმნელად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოვიწერთ და აქ მათი აწყობის პროცესი მიმდინარეობს. ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც ჩამონტაჟდება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მათ შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე თქმით, ”AG მიკროელექტრონიქსი” ორი სახეობის სმარტ-ტელევიზორს გამოუშვებს – 42-ინჩიანსა და 50-ინჩიანს. ფასიც, აქედან გამომდინარე, 700 და 900 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, ”AG მიკროელექტრონიქსი” პირველ ქართულ ტელევიზორებს უკვე ერთი წელია აწარმოებს. აღნიშნული კომპანიის ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”. ამასთან, ქართული პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანშიც გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები