LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

1213

ბუტანი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომლის ოფიციალურ რელიგიად და ”სულიერ მემკვიდრეობად”  ბუდისტური ტანტრიზმი ითვლება. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარ მიზანს ქვეყნის ყოველი მოქალაქის ბედნიერებისკენ სწრაფვის წახალისება წარმოადგენს, რაც სხვათაშორის კონსტიტუციის მე-9 მუხლითაა გამყარებული. ”საყოველთაო ბედნიერების სახალხო კომისია” 2008 წელს შეიქმნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

შეკითხვას: ”ბედნიერი ხართ თუ არა?” ბუტანის მოსახლეობას აღწერის დროს უსვამენ. 2005 წელს ჩატარებული ბოლო აღწერის დროს, ქვეყნის მოსახლეობის 45, 2%-მა შეკითხვაზე დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, 56% – უბრალოდ ბედნიერი იყო, 3,3% კი – ნაკლებად ბედნიერად გრძნობდა თავს.

ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს. გამომდინარე აქედან, ადამიანების გაბედნიერება ნაციონალური პოლიტიკის მთავარი მიზანია.

Bhutan_jpg_570x570_q85

ბუტანი ის მშვენიერი ქვეყანაა, სადაც არც კრიმინალია, არც შიმშილი, ადამიანები კი, უზრუნველად ცხოვრობენ, რადგან არც ომები იციან, არც სიღატაკე. თვითონ ბუტანელები, რომლებიც რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობას ბევრად ჩამოუვარდებიან რაოდენობით, ძალიან გახსნილები და სტუმართმოყვარეები არიან, უფრთხილდებიან საკუთარ უნიკალურ კულტურას და მათი ”ცდუნება” ვერ თანამედროვე სამყარომ შეძლო.

ცხოველების დახოცვა ბუტანში აკრძალულია, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვეგეტარიანია. გარდა ამისა, ქვეყანაში იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ ყველა სასოფლო სამეურნეო პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.

666

ქვეყნის კიდევ ერთ საინტერესო თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ბუნების დაცვის პროგრამა – ტყეების გაჩეხვის მაგივრად, აქ მაქსიმალურად ცდილობენ ხეების დარგვას. ბუტანი ”სუფთა და გასხივოსნებული” ბუდიზმის ქვეყანაა, რომელიც ჯერჯერობით ნაკლებადაა შესწავლილი, მისი უზარმაზარი ტერიტორია სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში, თავისი ნაკრძალებით, ფლორითა და ფაუნით კი –  აბსოლუტურად აუთვისებელი.

ბყუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნება ბუტანმა ძალიან მარტივად შეძლო – აქ აკრძალულია ნადირობა და ტყის გაჩეხვა. სამეფო სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს კვების პროდუქტებით და ტანსაცმლით, მითუმეტეს, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა ნაციონალური ტანსაცმლით – კხოთი იმოსება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები