LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის 15 წლის გოგონას წერილი… თქვენ რომ ეს წერილი წაგეკითხათ, რას იზამდით?“

204

ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე აქვეყნებს წერილს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგონასგან დიმიტრი ცონცაძის ფონდმა მიიღო. წერილის ავტორი სიმსივნით არის დაავადებული და მკურნალობა სჭირდება.

„ეს არის 15 წლის გოგონას წერილი, რომელიც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა მიიღო. მითხარით, თქვენ რომ ეს წერილი წაგეკითხათ და ამ დროს სრულიად დაცარიელებული გქონოდათ ჯიბე, რას იზამდით? მე მინდა, თითოეული ჩემი მეგობრის კედელზე დავაკაკუნო და თითოეულს გთხოვოთ დახმარება. ჩვენ 5 წლის განმავლობაში ერთად ბევრი ბავშვი გადაგვირჩენია და ახლა ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა ვუთხრათ ამ სიცოცხლისთვის მებრძოლ გოგონას, რომ ფონდის ანგარიში ცარიელია… ისედაც ურჩხულს ებრძვის პატარა და უსუსური ბავშვი და ამ დროს სულ ელემენტარული, უფულობა გზაზე ეღობება, როგორც ამ ურჩხულის სხეულზე ამოზრდილი მეორე თავი… გთხოვთ, უსახსრობას ნუ გავხდით კიდევ ერთი დიდი მარცხის მიზეზად, გავერთიანდეთ, კიდევ ერთხელ, ვისაც როგორ შეგვიძლია… მომიტევეთ მღელვარება… მეიმედებით!!!

საქართველოს ბანკი:

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500

თი ბი სი ბანკი:

ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“

რუსუდან ცხომელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები