LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ტესტი პროფკავშირებისთვისაც – ირაკლი პეტრიაშვილი

112

„ეს არის ტესტი პროფკავშირებისთვისაც, რამდენად წინ არის, რამდენად მაღლა დგას და ახლოს არის ცივილიზებულ სამყაროსთან,“ – ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, გაერთიანების თავმჯდომარის დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, დელეგატები მზად არიან, დაიცვან ორგანიზაციის თავისუფლება.

დელეგატები არიან შემართულები და ის ყველაფერი, რაც ითქვა ჩემთან დაკავშირებით, მიიღეს თავის პირად შეურაცხყოფად. ისინი არიან მზად იმისთვის, რომ დაიცვან ორგანიზაციის თავისუფლება. ეს გახლავთ ტესტი პროფკავშირებისთვისაც, თუ რამდენად წინ არის, რამდენად მაღლა დგას და ახლოს არის ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს დაესმება წერტილი და გაეცემა პასუხი. ჩვენი დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა, ჩვენი ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფვა სწორედაც რომ დაიწყება პროფკავშირებით იმიტომ, რომ ამ ყველა სიბინძურეს გასცემენ პასუხს,” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს.

ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები