LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება – 67-ე სკოლის პედაგოგები სამინისტროს არ ეთანხმებიან

35

“ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება,”  – ასე გამოეხმაურნენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის 67-ე საჯარო სკოლის პედაგოგები.

ისინი სკოლის დირექტორის მარიამ თავართქილაძის გათავისუფლებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნა, რომელსაც სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო ტენდენციური.

გარდა ამისა, პედაგოგები მინისტთან შეხვედრასაც ითხოვენ, რათა უშუალოდ სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისგან მიიღონ ინფორმაცია.

„მარიამ თავართქილაძე არის ძალიან კარგი დირექტორი, პედაგოგი და პიროვნება. ეს პრობლემა შეიძლებოდა, ცივილურად მოგვარებულიყო და არა ქუჩაში ბავშვების თვალწინ და ბავშვების დაპირისპირებით. ეს თუ ახლა სახელმწფიომ დაუშვა, ჩათვალეთ, რომ ვერცერთ სკოლას ვეღარ გააკონტროლებს. ეს პრობლემა ყველა სკოლაშია, ყველგან მოიძებნება 4-5 ადამიანი, ვინც დირექტორის პოლიტიკას არ ეთანხმება. მივდივართ სამინისტროში და გვაინტერესებს, რატომ წაახალისა მინისტრმა ძალადობა,“ – აცხადებენ 67-ე სკოლის პედაგოგები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები