LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ცვლილებები ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი – გიგი უგულავა

34

„დაწინაურდნენ და თანამდებობა შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილთან,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

გიგი უგულავას შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი. უგულავას განმარტებით, შესაძლებელი იყო იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებაც. მისივე თქმით, ცვლილებები ტოვებს განცდას, რომ მოხდა შიდა ძალთა გადანაწილება და ეს სახელისუფლებო კონიუნქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გიგი უგულავას შეფასებით, ეს ცვლილებები ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი.

დაწინაურდა და თანამდებობა შეინარჩუნა იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და, ამავდროულად, მას პოლიციასთან არანაირი შეხება არ გააჩნია, ინიშნება შსს მინისტრად. მას არც გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ შსს მინისტრად დაინიშნოს. მაგრამ ის არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად ინიშნება, ბოლო სამი წლის განმავლობაში რკინიგზას ხელმძღვანელობს, რომლის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, რკინიგზამ მთავრობასთან ერთად ჩააგდო ის ტესტი, რომელიც შემოვლით რკინიგზის პროექტს გულისხმობს. ესეც, შესაბამისად, შიდა კლანურ გადაადგილებას უკავშირდება, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები