LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ქალი ჩემი შთაგონების წყაროა“ – კიტ ურბანის ემოციური მიმართვა ნიკოლ კიდმანს

116

7 ივნისს, ნეშვილში მუსიკალური პრემიის CMT Music Awards დაჯილდოება გაიმართა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი, პრემიის ნომინანტი და რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებული კიტ ურბანი და მისი მეუღლე, ნიკოლ კიდმანი იყვნენ.

შეყვარებული წყვილი მთელი საღამოს განმავლობაში არ მოსცილებია ერთმანეთს, კიტი ნიკოლს მხოლოდ მაშინ ტოვებდა, როდესაც სცენაზე პრიზის მისაღებად მიდიოდა. ყველაზე ამაღლევებელი კი მისი სამადლობელი სიტყვა იყო:

„მადლობა ჩემს მეორე ნახევარს, ნიკოლს. მხოლოდ მისი დახმარებით შემიძლია ასე ნაყოფიერად ვიმუშაო. ეს ქალი ჩემი შთაგონების წყაროა“, – განაცხადა ურბანმა.

პრემიის მსვლელობისას მუსიკოსი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: მან გაიმარჯვა ნომინაციებში: „წლის ვიდეო“ („Blue Ain’t Your Color“), „მამაკაცი მომღერლის საუკეთესო კლიპი“ („Blue Ain’t Your Color“), „წლის კოლაბორაცია“ („The Fighter“ (ft. Carrie Underwood) და „წლის სუპერვარსკვლავი“.

შეგახსენებთ, რომ ქანთრი-მუსიკის სამყაროში CMT Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები