LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც ესპანეთი: საქართველომ მორიგი მეტოქე არც ისე მარტივად მოილია (ვიდეო)

52

საქართველოს ნაკრებმა რაგბიში კიდევ ერთი თამაში მოიგო და ამაში არც გასაკვირია არაფერი და უკვე აღარც დიდად საზეიმო. სწორად შენიშნეს ბელგიელებმა, ქართველებს აქ, ჩვენთან რა ესაქმებათო და მართლაც ჩვენც ხომ თვალი აშკარად სხვაგან გვიჭირავს. ვთამაშობთ ამ ლიგაში და ვამტკიცებთ ჩვენს უპირატესობას, თორემ ისეა ეს რაგბის ტურნირები მოწყობილი, სპორტული ინტერესიც აკი არ აქვს მატჩებს.

მოკლედ, ამჯერზე მორიგი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა და ესპანეთი დაამარცხა – 23:10.

მილტონ ჰეიგის გუნდს ესპანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ ლელო ვერ დადეს. ჩვენებმა უპირატესობა სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით მოიპოვეს – 9:3.

ეგეც საქმეა. კარგი სპარინგია ახლა მთავარი.

გამოჩნდა, რომ ესპანეთს რუმინეთი (22:10) შემთხვევით არ დაუმარცხებია.

საქართველომ მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო დადო და უპირატესობა მოიპოვა – 16:3. ამის შემდეგ ესპანეთმა მთელი ძალებით შეუტია, სტუმრებმა ლელო დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს – 16:10.

თუმცა მატჩის ბოლო წამებზე გიორგი მელიქიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვაც მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ 23:10 მოიგეს.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

მარტივი თამაში არ იქნება, ბრძოლა გველოდება.

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=GLEm2QCGSJE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები