LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც ხუთი: რონალდომ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო და მესის დაეწია (ვიდეო)

72

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2017 წლის შედეგების მიხედვით ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლის” დაწესებული “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

გამოკითხვაში 32 წლის პორტუგალიელმა 946 ქულა დააგროვა და გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ლიონელ მესისა (“ბარსელონა”) და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ნეიმარს (“პარი სენ-ჟერმენი”).

ათეულში ასევე მოხვდნენ: 4. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), 5. ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), 6. სერხიო რამოსი (“რეალი”), 7. კილიან მბაპე (“პარი სენ-ჟერმენი”), 8. ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”), 9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), 10. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).
რონალდოს “ოქროს ბურთი” მოპოვებული აქვს – 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში. აქამდე, ხუთჯერ ეს პრიზი მოგებული ჰქონდა ლიონელ მესის.

 

 

გასულ სეზონში რონალდომ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და უეფას სუპერთასი, აგრეთვე, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გავიდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=69&v=m0Wez6j11R4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები