LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ძალიან მაგარია, ინგლისი ძალიან ჩამორჩება

54

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ესპანეთში ყველაზე მაგარი ლიგაა.
ფიფამ ამასწინ ყოველწლიური სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

აბა პრემიერლიგის ფეხბურთელი იპოვეთ.

ძებნა დიდხანს დაგჭირდებათ, რადგან ინგლისის ჩემპიონატის წარმომადგენელი ფიფას გუნდში 6 წლის წინ მოხვდა. 2011 წელს სიმბოლურ ნაკრებში „მანჩესტერის“ ორი ფეხბურთელი შეიყვანეს – ნემანია ვიდიჩი და უეინ რუნი.

ესპანეთის უპირატესობა თვალშისაცემია. ლა ლიგაში მოთამაშეები წლის გუნდში 50-ზე მეტჯერ მოხდნენ. მეტიც, იყო პერიოდი, როდესაც ფიფას სიმბოლურის 100%-ს პრიმერას ხალხი შეადგენდა.

ქვეყნების წარმომადგენლების მიხედვით ბოლო 5 წელს თუ გადავხედავთ, ინგლისის საქმე ცუდადაა:

ესპანეთი – 35
გერმანია – 8
საფრანგეთი – 7
იტალია – 4
ინგლისი – 1

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობდა და საუკეთესოთა შორის მოხვედრის პატივი ერგო, ანხელ დი მარია გახლავთ. ესეც იმიტომ, რომ წლის პირველ ნაწილში მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩემპიონატის მაგრობის მთავარი მაჩვენებელია მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ყოფნა. ინგლისში ჯერჯერობით ყველაზე სუსტი ჩემპიონატია ტოპ 5 ლიგაში ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები