LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევაკუაციის გეგმის მიუხედავად, ალეპოდან ჯერ არავინ გაუყვანიათ

83

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ალეპოში დაირღვა, ამის შესახებ, „სიენენის“ ცნობით, ქალაქში მყოფი აქტივისტები აცხადებენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სახელისუფლებო ჯარი და ამბოხებულები გუშინ შეთანხმდნენ – მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ძალებმა  დაიკავეს ალეპოს დიდი ნაწილი.

მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ქალაქიდან მოსახლეობის საევაკუაციო გეგმა შემუშავდა, ალეპოდან ჯერ არავინ გაუყვანიათ.

თავდაპირველად დაჭრილი და დაშავებული 70 ადამიანი და მათი ოჯახის წევრები უნდა გაეყვანათ, სულ 150 მოქალაქე.

ალეპოდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვდნენ, ასევე, ამბოხებულები. „სიენენის“ ინფორმაციით, ამ დრომდე ქალაქიდან არცერთი ავტობუსი არ გასულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები