LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევან მაქგრეგორმა Critics’ Choice Awards-ზე შეყვარებულს საჯაროდ პირველად აკოცა

72

ლოს-ანჯელესში გამართულ რიგით 23-ე Critics’ Choice Awards-ზე მინი-სერიალ „ფარგოში“ შესრულებული როლისთვის, ევან მაქგრეგორი წლის საუკეთესო მსახიობ მამკაცად დასახელდა. ღონისძიებაზე მსახიობი ახალ რჩეულთან, მერი ელისაბედ ვინსტიდთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამავე სერიალიდან მისი პარტნიორია. სწორედ 32 წლის ვინსტიდის გამო დაშორდა მაქგრეგორი ივ მავრაკისს, რომელთანაც 22 წელი გაატარა. ნომინაციაში გამარჯვებულმა მსახიობმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ახალ რჩეულს საჯაროდ პირველად აკოცა. სცენაზე ასულმა კი მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.  ჯერ კიდევ „ოქროს გლობუსზე“ გამარჯვების დროს მაქგრეგორმა სამადლობელ სიტყვაში მეუღლეს და ახალი შეყვარებული ერთნაირად მოიხსენია, რამაც საზოგადოებაში არერთგვაროვანი აზრი გამოიწვია.

46 წლის ევან მაქგრეგორისა და 32 წლის მერი ელისაბედ ვინსტიდის რომანზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა წყვილი „ფარგოს“ გადაღებების დროს ერთ-ერთ რესტორანში განმარტოებულები გადაიღეს. მოგვიანებით მაქგრეგორმა თავად დაადასტურა, რომ მეუღლეს ახალი შეყვარებულის გამო შორდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები