LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია ტერაქტებისგან დასაცავად 120 მილიონ ევროს გამოყოფს

29

ევროკომისია 2017 და 2018 წლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ტერაქტებისგან დასაცავად 120 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ჯულიან კინგმა განაცხადა.

მან ე.წ. დაბალტექნოლოგიური ტერორიზმის ზრდა აღნიშნა და მაგალითად ნიცაში, ბარსელონაში, ბერლინსა და ლონდონში მომხდარი ტერაქტები მოიყვანა.

„ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ზომები მივიღოთ, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მეტად დაცული გავხადოთ მათი დანიშნულების შეცვლის გარეშე. გვსურს ევროკავშირის ქვეყნებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან მუშაობა ამ მიზნით“, – განაცხადა კინგმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა მიმდინარე წლისთვის საზოგადოებრივი ადგილების დაცვისთვის 18,5 მილიონი ევროა გამოყოფილი, ხოლო 2018 წლისთვის კი დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფაა განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები