LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

144
ორბანი

ევროპული საბჭოს სამიტამდე ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

ცნობისთვის, აქამდე უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების 10 მილიარდი ევრო გაყინული იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„დეტალური შეფასებისა და უნგრეთის მთავრობასთან აზრთა რამდენიმე გაცვლის შემდეგ ევროკომისია თვლის, რომ უნგრეთმა მიიღო ზომები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო, რათა ევროკომისიამ ჩათვალოს, რომ ძირითადი უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის ჰორიზონტალური პირობა შესრულებულია ნაწილში, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება.

ეს ნიშნავს, რომ ერთსულოვნების პოლიტიკის დაფინანსების ნაწილი აღარ იქნება დაბლოკილი, შესაბამისად, უნგრეთს შეუძლია დაახლოებით 10.2 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადებზე მოთხოვნა დაიწყოს“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის თქმით, ის ყურადღებით დააკვირდება უნგრეთის მიერ მიღებული ზომების შესრულებას და დროის ნებისმიერ მომენტში ევროკომისია თუ ჩათვლის, რომ პირობები აღარ სრულდება, მას კვლავ შეუძლია დაფინანსების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები