LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტი მიგრანტების გადანაწილების ახალ სისტემას მიიღებს

23

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა გუშინ 43 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიგრანტების გადანაწილების ავტომატური სისტემის მიღებას დაუჭირა მხარი. ახლა მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა მიიღოს, მის ეკომონიკურ მაჩვენებლებზე და მოსახლეობის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ამით ევროკავშირმა გააუქმა ამჟამად მოქმედი დუბლინის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მიცემის საკითხი იმ ქვეყანას უნდა გადაეწყვიტა, სადაც მიგრანტმა პირველად გადალახა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საზღვარი.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამ მიდგომის ნაკლოვანებები მიმდინარე მიგრაციულმა კრიზისმა გამოამჟღავნა, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, იტალია და საბერძნეთი, სადაც მიგრანტების ძირითადი ნაკადი ჩადიოდა, მას ვერ გაუმკლავდა და მიგრანტები შესაბამისი საბუთების გარეშე სხვა ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიაში ხვდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები