LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის

853

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ევროპაში ნამდვილი სიამოვნებაა. “ქინდ-ფრენდლი” ტიპის სასტუმროები, ფასდაკლებები, გასართობი ცენტრები, საბავშვო მენიუ – ევროპა მუდამ მზადაა პატარა ტურისტების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში სპეციალურად პატარებისთვის ცალკე მუზეუმებიც კი იხსნება და ეწყობა ექსკლუზიური ექსკურსიები. ჩვენ შევარჩიეთ ევროპის 10 ქვეყანა, სადაც ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ნამდვილ სიამოვნებას მოგგვრით.

 

კოპენჰაგენი, დანია

სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ლეგენდარული ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ალბათ ამიტომაც აქ ყველაფერს ზღაპრის ელფერი დაკრავს. მათ შორის საპატიო ყარაულის საზეიმო ცვლილება ამალიენბორგის სასახლესთან, უზარმაზარი სპილოები ზოოპარკში, მსოფლიო რეკოდების უნიკალური კოლექცია გინესის მუზეუმში, საბავშვო ექსპონატები ნაციონალურ გალერეაში და მრავალის სხვა. კოპენჰაგენის ყველა პარკში სპეციალურად გაფორმებული საბავშვო მინიპარკია. ცხადია აქ მოგზაურობა ვერ ჩაივლის ანდერსენის მუზეუმის მონახულების, ტივოლის პარკის ატრაქციონებზე გართობისა და ლეგოს უზარმაზარი მაღაზიის მონახულების გარეშე.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ბავშვებთან ერთად ამსტერდამში მოგზაურობის მთავარი ხიბლი ქუჩაში სეირნობაა. ქალაქში ყველა შესაძლო მარშრუტი ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების საშულებას გაძლევთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია „ნემოს“ საბავშვო მუზეუმი, არტის ზოოპარკი და ტროპიკული ტყე, ვან გოგის და რემბრანდტის სახლ-მუზეუმები. დატვირთული და აქტიური დღის შემდეგ კი შეგიძლიათ მიაკითხოთ ყველაზე გემრიელ საბავშვო საკონდიტროს, De Taart van m’n Tante.

პარიზი, საფრანგეთი

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა კარგი საშუალებაა გაიცნოთ ეს ქალქი არა რომანტიული კუთხით. აქა არის მაგიის მუზეუმი, ზოოპაკი Jardin d’acclimatation, სადაც არ არიან ცხოველები და აკვაბულვარი. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეცნიერების მუზეუმი. აქვეა პატარებისთვის შექმნილი ჟორჟ ვილის ფერმა, სადაც პატარები საკუთარი თვალით ნახავენ, როგორია ფერმერთა ცხოვრება. ცალკე ექსკურსია გელით ლუვრში და ცხადია, პარიზში ვიზიტისას გვერდს ვერ აუვლით „დისნეილენდს“, სადაც მოგზაურობა დიდებსაც ძალიან მოწონთ.

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონი, როგორც ჰარი პოტერის, პიტერ პენისა და პატინგტონის საუკეთესო მასპინძელი, ყველა პატარას ხელგაშლილი ხვდება. აქ უამრავი რამ შეიძლება  დაგრჩეთ დასათვალიერებელი, მაგრამ ის რაც აუცილებლად უნდა  ნახოთ, არის  თანამედროვე ხელოვნების (დინოზავრების), ჰარი პოტერის, შერლოკ ჰოლმსისა და მადამ ტიუსოს  სახლ-მუზემები, აკვარიუმი Sea Life და მსოფლიოში ყველაზე დიდი სათამაშოების მაღაზია Hamleys.

ბარსელონა, ესპანეთი

ესა არის ქალაქი, რომლის ღირსშესანიშნაობებს ბავშვებიც აფასებენ. არქიტექტურული საოცრებების გარდა, აქა არის უამრავი გასართობი პატარებისთვის, მათ შორის ტიბიდაბოს ატრაქციონების პარკი, CosmoCaixa-ს მუზეუმი, დელფინარიუმი და მრავალი სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ადგილები საოჯახო დასვენებისთვის. გიდები გვირჩევენ მოგზაურობა ესპანური სოფლიდან დავაიწყოთ და დღე ზღაპრულ შადრევანთან დავასრულოთ.

რომი, იტალია

მიუხედავად იმისა, რომ უძველეს ქალაქში უამრავი რამ გვაქვს სანახავი, ბავშვებს აქ ცალკე ქალაქი ელით გართობისა და დროსტარებისთვის. აუცილებლად უნდა ნახოთ Time Elevator-ის 3D შოუ, სადაც რომის იმპერიის ისტორია ცოცხლდება. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია Explora-ს ინტერაქტიული მუზეუმი და ლეონარდო და ვინჩის მანქანების გამოფენა. ქუჩის გასართობებს შორის ბავშვებს  უდაოდ მოეწონებათ  წარმოდგენები თოჯინების თეატრის დასით და ცხადია, უგემრიელესი იტალიური ნაყინი.

ვენა, ავსტრია

ამ ქალაქში ბავშვებისთვის ყველაზე მეტი გასართობია. საბავშვო მუზეუმი Zoom ერთდროულად აძლევს პატარებს გართობის, ცოდნის მიღებისა და თამაშის საშულებას. ცალკე სანახავია შენბრუნის სასახლის საბავშვო სექცია, მუსიკის სახლი და ტექნიკური მუზეუმი. ჯადოსნურია ვენაში ვიზიტი ახლი წლის წინა პერიოდში, სადაც ბავშვებს ქუჩაში ზღაპრული წარმოდგენები და უგემრიელესი იმბირის ორცხობილები ელოდებათ.

ბერლინი, გერმანია

ბერლინი ვენის მთავარი კონკურენტია ბაშვებისთვის კარგი გარემოს შექმნის საკითხში. მუზეუმებს შორის განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია  MACHmit და Labirint. დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის პატარებს გასართობი ცენტრი LEGOLAND Discovery და შოკოლადების მაღაზია  Ritter Sport. არანაკლებ სიამოვნებას მიიღებენ ბავშვები ბერლინის უძველეს ზოოპარკში და Loxx am Alex-ის გამოფენაზე.

პრაღა, ჩეხეთი

პრაღის ღირსშესანიშნაობები პატარებს კანფეტებისა და ტკბილეულის ასორტს აგონებთ. საუკეთესო დასასვენებელ ადგილებს შორისაა საბავშვო კუნძული, სათამაშოების მუზეუმი, რკინიგზის სადგური, დინო-პარკი, შუშის ლაბირინთი, პრაღის ზოოპარკი და ევროპაში საუკეთესო ტექნოლოგიური პარკი. შედარებით უფრო მოზრდილებს უდაოდ უნდა ანახოთ მაგებისა და ალქიმიკოსების მუზეუმი, სადაც მათ შთაბეჭდილებების ზღვა ელით.

ლისაბონი, პორტუგალია

ბავშვებისთვის აქ მთავარი გასართობი ადგილები ერთ დიდ პარკშია თავმოყრილი. ესაა Parque das Nações, სადაც უზარმაზარი ლაბირინთებისა და ოკენარიუმის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები პატარებს დიდხანს გაყვებათ. ლისაბონში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ნახოთ ევროპაში ყველაზე გრძელი, ვიადუკის ტიპის ხიდი, ვასკო და გამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები