LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 9 ყველაზე რომანტიკული რესტორანი

1133

რომანტიკულ მოგზაურობაში გამგზავრება ყველა შეყვარებული წყვილის ოცნებაა, იდეალური  ვახშმის მოსაწყობად კი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ, ზუსტად უნდა იცოდეთ, სად შეიძლება უგემრიელესი კერძების დაგემოვნება მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.

რესტორანი Clos Maggiore, ლონდონი, ბრიტანეთი – რბილი განათება, ინტერიერის თბილი ფერები და ბუხარი დარბაზის ცენტრში, დეკორატიული სანთლები და ულამაზესი თეთრი ყვავილების თაიგული ყველა მაგიდაზე – თითქმის ყოველ საღამოს სწორედ რესტორან Clos Maggiore-ში უტყდებიან შეყვარებული ლონდონელები ერთმანეთს სიყვარულში.

რესტორანი De Librije, ზვოლე, ნიდერლანდები – ჰოლანდიის უძველეს ქალაქში, სასტუმრო De Librije-ს რესტორნის დიზაინი “ფიუჟენის” სტილშია შესრულებული და არცერთი დარბაზი არ ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ მყუდრო ატმოსფეროც ყველგან თავისებურია, სამზარეულოში კი, შეფ-მზარეული ნამდვილ საოცრებებს ახდენს.

რესტორანი Il San Pietro Di Positano, პოზიტანო, იტალია – ამალფის სანაპიროზე მოწყობილი რესტორნიდან მართლაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება, ამიტომ იდეალური ადგილია რომანტიკული ვახშმის მოსაწყობად, მით უფრო, რომ  Il San Pietro Di Positano მიშლენის რამდენიმე ვარსკვლავის მფლობელია, რაც მართლაც სასიამოვნო ბონუსია შეყვარებულთათვის.

რესტორანი Le Kuklos, შვეიცარიის ალპები – შვეიცარიის ალპებში, 2045 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ რესტორანს ბურთის ფორმა აქვს, მზის ბატარეის ენერგიით დამუხტული მუდმივად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო და სტუმრებს ზღაპრული სილამაზის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

რესტორანი Nautika, დუბროვნიკი, ხორვატია – თუ Nautika-ს სტუმრობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაჯავშნეთ მაგიდა ტერასაზე, საიდანაც ზღვის და ორი უძველესი ციხე-სიმაგრის ულამაზესი ხედი იშლება, ღამით კი, როცა ტერასა ფარნებით ირთვება, ნამდვილი ზღაპარი იწყება და ვარსკვლავებიც თითქოს სტუმრებთან ერთად ვახშმობენ.

რესტორანი La Maison Blanche, პარიზი, საფრანგეთი – არაჩვეულებრივი რესტორანი პარიზის ცენტრში, ელისეის მინდვრების თეატრის სახურავზეა მოწყობილი. ბრწყინვალე შეფ-მზარეულის შედევრების დაგემოვნებასთან ერთად შეყვარებული მოგზაურები რესტორანს სენასა და ეიფელის კოშკის დაუვიწყარი ხედებით დასატკბობად სტუმრობენ.

რესტორანი Aroma, რომი, იტალია – წყვილებს, რომელთაც შვებულების გატარება რომში სურთ, აუცილებლად უნდა შეუკვეთონ მაგიდა რესტორან Aroma-ში, რადგან სახურავზე მოწყობილი ულამაზესი ბაღი და კოლიზეუმის ხედი მზის ჩასვლისას, მართლაც დაუვიწყარს აქცევს ნებისმიერ მოგზაურობას.

რესტორანი Ambrosia, სანტორინი, საბერძნეთი – რესტორანი, რომელიც კლდეში ჩაშენებულ სახლს ჰგავს თავისი ორი ტერასითა და 11 მაგიდით, სავსემთვარეობაზე ზღაპრულ ქოხს ემსგავსება, სადაც სტუმრებს პირველ რიგში შემწვარი კალმარით და ზღვის პროდუქტის სხვა საფირმო კერძებით უმასპინძლდებიან.

სასტუმრო Castello Banfi-ს რესტორანი, მონტალჩინო, იტალია – დღის და საღამოს რესტორნებში La Taverna და La Sala dei Grappoli, ტოსკანური სამზარეულოს ყველა ტრადიციული კერძის დაგემოვნება-შეფასებასთან ერთად ადგილობრივი კოლორიტითაც შეიძლება დატკბობა. ზაფხულში გრილ საღამოებს რესტორნების სტუმრები ტერასაზე ატარებენ, სადაც არაჩვეულებრივი ხედებით ტკბებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები