LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულ საქართველოს” უნდა, რომ კომისიის საქმიანობა წაიყვანოს არასწორი გზით – სოფო კილაძე

41

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების  გამოკითხვა დასრულდა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ბედოიძის შეფასებით, მათ საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდიანრეობდა.ოპოზიცია ეჭვობს რომ მმართველი პარტია პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას გაანცხადებით, როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, „ქართული ოცნების“ ზოგი წევრი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ჩაშლას იწყებს.

„სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება რომ შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად, დღეს როგორც გამოჩნდა – არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში ქალბატონი ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში, ცდილობენ რაღაც არარსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით: პირველი ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და მეორე – ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების და პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ცხადია, ეს ავლენს „ქართული ოცნების“ მოტივაციას, რომ მათ რეალურად არ უნდათ სიმართლის დადგენა. თუმცა პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის საშუალება. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხოშტარიამ

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” ცდილობს კომისიის საქმიანობა არასწორი გზით წაიყვანოს.

„ირაკლი აბესაძე აპელირებს პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლზე, რაც გულისხმობს პირის გამოკითხვას. ბატონო ირაკლი, ეს საპოლიციო ღონისძიება შედგება ორი ქვეღონისძიებისგან, პირველი მუხლი და მეორე მუხლი. თქვენ შეგნებულად, წაიკითხეთ მხოლოდ პირველი მუხლი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით მეორე მუხლის არსებობის შესახებ, რომელიც არის საფუძველი პოლიციის მხრიდან საქმიანობის და მეორე მუხლი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიცია გამოკითხავს პირს, თუ მას აქვს ღირებული ინფორმაცია. არასრულწლოვნის შემთხვევაში კი აუცილებელია, მისი კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის დასწრება.თქვენ პირდაპირ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გინდათ, კომისიის მუშაობა წაიყვანოთ არასწორი მიმართულებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსნეებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა კანონის დარღვევით მოხდა.

პოპულალურები