LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული სახელმწიფოები კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს არ დაუჭერენ

44

ევროპული სახელმწიფოები მხარს არ დაუჭერენ კატალონიის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ, განაცხადა.

ანტონიო ტაიანის თქმით, კატალონიის კრიზისი ესპანეთის შიდა საქმეა.

ევროპა მხარს უჭერს დიალოგს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ესპანეთის სამართლებრივ სისტემასა და კონსტიტუციის ფარგლებში გამოიძებნოს. კარგი იქნებოდა, თუ კატალონიის მთავრობა დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებდა, ვინაიდან ევროპაში კატალონიის დამოუკიდებლობას არავინ დაეთანხმება, – დასძინა ანტონიო ტაიანიმ.

ესპანეთის მთავრობა შაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავს. როგორც ესპანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე იმ ზომების მიღებას გეგმავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოფს და დაიცვას ესპანელების, მათ შორის კატალონიელების ინტერესები და კატალონიაში კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები