LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი უნდა იყოს

37

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ის უფლებამოსილება უნდა დარჩეს, რაც აქვს. სერგი კაპანაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიისთვის მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საგანი არჩევნების საკითხი უნდა იყოს.
„დღეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ფუნქციების შემცირება მხოლოდ ამ ადამიანს აძლევს ხელს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არჩევითობა უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერად, ისეთ ინსტიტუტად, რომელიც აბალანსებს დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები