LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ თბილისში საეჭვო გარიგებებზე საუბრობს

45

„ევროპული საქართველო“  თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, კიდევ ერთ საეჭვო გარიგებაზე ისაუბრა, რომელშიც კახა კალაძე, შპს „არქი ჯგუფი“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ივლიანე წულაია, ფიგურირებენ.

ხოშტარიას განცხადებით, 2006 წელს სოფელ დიღომში მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სხვა დეველოპმენტს ბევრად უფრო მომგებიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში გაუცვალა, რომელიც მინდელის #11-ში მდებარეობს. გაცვლიდან 5 დღეში კი დეველოპმენტმა სახელმწიფოსგან მიღებული ქონება „არქი საბურთალოს“ 4,6 მილიონ ლარად მიჰყიდა.

პარტიაში განმარტავენ, რომ  „არქი საბურთალოს“ 50%-ს შპს „არქი ნუცუბიძე“ ფლობს, რომლის მეშვეობითაც კალაძე ნუცუბიძის ქუჩაზე თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნორმით დაშვებულზე ბევრად მეტ სახლს აშენებს.

ამ ორივე კომპანიას საერთო დირექტორი, თენგიზ წულაია, ჰყავს. „არქი ნუცუბიძის“ ყოფილი მფლობელი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ივლიანე წულაიაა.

ხოშტარიას განმარტებით, დიღომში მდებარე ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში, რომელიც მინდელის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე გაიცვალა, დევნილები ცხოვრობდნენ, რომელთა საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება არ მომხდარა.

ელენე ხოშტარიას თქმით, კალაძე თავის თანამდებობას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.

 

ელენე ხოშტარია კარგად გაერკვეს, მე მადანაშაულებს სამშენებლო მაქინაციებში თუ საკუთარ მეუღლეს – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები