LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა – აქციაზე იყო ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება, დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი – კალაძე

157
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

კითხვაზე, აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.

„ტყუილია! მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო: კალაძე ჟურნალისტს – „თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, უზრდელო თავხედო შენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები