LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა“

156
კახა კალაძე

„ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სრულიად ქართულია.

„სრულიად ქართული კანონია მიღებული, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ მშვიდად და სტაბილურ ვითარებაში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ზოგადად, თუ ვინმეს აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს სათავეში და ვინ არა“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკანაც რეალურად რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები დგანან“.

პაპუაშვილი უცხოელ პოლიტიკოსებზე: „მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი“

„ჩვენს მოსახლეობას შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდათ ინფორმაცია, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და მტერი. საზოგადოებას აუკრძალეს გაცნობოდა კანონპროექტს და ემსჯელა მის ავკარგიანობაზე. პროცესის განმავლობაში არავინ შესულა სიღრმეში და არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, რატომ არის ეს კანონპროექტი პრობლემა, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, გამჭვირვალობას, იმას, რომ არასამთავრობოებმა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ დეკლარაცია, ვისგან იღებენ ფინანსებს და რა პროექტებში იხარჯება, აქ არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე, შშმ, პირებზე, მეცნიერებზე, სტუდენტებზე, აქ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ტელევიზიებზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან იყო უგულებელყოფილი.

დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მშვიდობიანი გზით გამოხატოს პროტესტი, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკანაც რეალურად დგანან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლა არის, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ.

ყველა რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში წარმოდგენილი, იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხდა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g