LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ახალგაზრდებს მიმართავს: „არ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს – ჩვენ უნდა დავიცვათ ჩენი ქვეყნის ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი“

152
კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული და გააკეთოთ მარტივი შედარება“, – ამ განცხადებით თბილისის მერმა კახა კალაძემ აქციების მხარდამჭერ ახალგაზრდებს მიმართა.

როგორც მან, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ სიტყვებით იმ ახალგაზრდებს მიმართავს, „რომლებიც იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ განეკუთვნებიან, რომლებიც დღეს აქციების ავანგარდში არიან“:

ირაკლი ზარქუა: „მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ“

„როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა ვიზალიბერალიზაცია;

როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამიტომ მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს: კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ – მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი

კალაძის თქმით, უცხო ქვეყნებში პოლიტიკოსებს ირჩევენ არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნის ინტერესები დაიცვან.

„ხშირად მესმის ახალგაზრდების განცხადებები, რომ აი, უცხოელებმა ასე თქვეს. მერწმუნეთ, ადამიანურად და გულწრფელად გეუბნებით, არც ამერიკაში და არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ მან გაატაროს უცხო ქვეყნის ინტერესი.

მათ ირჩევენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაიცვან თავიანთი ქვეყნის ინტერესი და არა იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარონ სხვა ქვეყნის ინტერესები. დაფიქრდით, ადამიანურად და მეგობრულად გთხოვთ ყველას.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ვიყოთ მხარეები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მთავარი სულისკვეთება – ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

„ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?“

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა პარტნიორობისთვის, თუმცა ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს.

„ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს, ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის – თავად თქვენ თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და ჩვენ უნდა მოვუაროთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს რყევა. ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა.

პაპუაშვილი უცხოელ პოლიტიკოსებზე: „მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი“

ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ, რაზეც მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ მეორე, დაფარული ხელით, „შავი ფულით“ ხდება რევოლუციებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები: 2020 წელს რატომ დააფინანსეს არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები – როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი.

ზუსტად ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, რათა უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იყოს გამჭვირვალე.

შეუძლებელია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, გვითხარით – მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე: „თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა“

ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლე ხელისუფლების მხარესაა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაუჯეროთ არავის. თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონი და გააკეთოთ მარტივი შედარება. არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩენი ქვეყნის ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ძალიან მალე ყველაფერი გახდება ნათელი და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ რადიკალურ დაჯგუფებებს, მიხვდებიან, რომ რასაც ვამბობთ, სიმართლეა“. – განაცხადა კახა კალაძემ.

„ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან – ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა უბრალოდ არ არსებობს..“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

გამოყენებულია Ezz Gaber-ისა და ნიკა ტუღუშის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები