LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული სტანდარტების საჯარო ბაღი თბილისში, სადაც ყველაფერს ბავშვები ქმნიან [ვიდეორეპორტაჟი]

10 წლის წინ გერმანული გამოცდილებით და ქართული ენთუზიაზმით, საჯარო ბაგა-ბაღის განვითარება დაიწყო.

„ხუთკუნჭულაში“ მოხვედრა საოცნებოა, ადგილები კი ფართის გამო, ლიმიტირებული.

განსხვავებული, ფერადი გარემო, ბავშვებისთვის კომფორტს ქმნის, მასწავლებლების და დირექტორის მიდგომები კი მათ უკეთესებად აყალიბებს.

ბაგა-ბაღის დირექტორი იაგო მაისურაძე მიიჩნევს, რომ ბავშვებთან ბავშვური მიდგომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თამაშ-თამაშით კი ნებისმიერი რამის შესწავლა.

მისთვის მთავარი აღსაზრდელებში დისციპლინისა და პატივისცემის ჩანერგვაა.

„აუცილებელია ბავშვი იყოს თავისუფლად, თუმცა კონტროლის ქვეშ. მას უნდა ჰქონდეს ქაოსის მოწყობის და დაღლის საშუალებაც, იმისთვის რომ მთლიანად დაიხარჯოს იმ ემოციებისგან და ენერგიისგან, რომელიც სწავლისას არ ადგება. შემდეგ კი მეცადინეობისას ვიღებთ იმ შედეგს, რაც 

გვინდა. თუ ბავშვი რაღაც აქტივობაში არ ერთვება, ეს მხოლოდ ჩვენი არასწორი მიდგომის ბრალია“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ხუთკუნჭულას დირექტორმა, რომელიც თითოეულ აღსაზრდელს პირადად იცნობს, იცის მათი ხასიათი, ჩვევები.

როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის ბავშვების ნახატებს განსაკუთრებით აკვირდება, რადგან ამით ბევრის გაგება შეიძლება.

„ნახატით შეიძლება გავიგოთ, რომ ბავშვს რაღაც აკლია და უჭირს. თუ გაფერადებისას ის ბევრ შავ ფერს იყენებს აუცილებელია, რომ ყურადღება მივაქციოთ და გავიგოთ ამის მიზეზი“.

ამ პერიოდში ამის გაკეთება აუცილებელია, პრობლემის გამოსწორება კი მარტივი, – აღნიშნა მან.

ეს საჯარო ბაღი მართლად ყველასგან განსხვავებულია, არა მხოლოდ მიდგომებით, არამედ შექმნილი გარემოთიც.

ბავშვების ფანტაზიით და დირექტორის მონდომებით, ბაღს მუდმივად ახალ-ახალი დეტალები ემატება.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები