LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

103

ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  კენჭისყრის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

კენჭისყრის შედეგად ყველაზე მაღალი შეფასება მოსამართლე ლადო ჭანტურიამ მიიღო. შეფასების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება მოსამართლემ ოთარ სიჭინავამ მიიღო.

ეს ქვეყნისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უკვე მესამე მცდელობა იყო. წინა ორ შემთხვევაში სტრასბურგმა თბილისის მიერ შერჩეული იურისტები დაიწუნა.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ მინისტრი, თეა წულუკიანი,  მთავრობის სხდომაზე განცხადებას გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები