LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიაზე“ ისეთი ამბები მოხდება, დედა შვილს არ აიყვანს…“

245

„მაპატიეთ, კოლეგებო, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ძალიან ვემზადები „ევროვიზიის“ შესარჩევი კონკურსის საყურებლად. დედა შვილს არ აიყვანს, ისეთი ამბები მოხდება :)))))))))“ – დაწერა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურში არც მეტი, არც ნაკლები 27 სოლოშემსრულებელი თუ ჯგუფი იღებს მონაწილეობას.

„ევროვიზია“ ყოველთვის ხდებოდა ვნებათაღელვის საგანი და მით უმეტეს ახლა, როცა ძალიან დიდი კონკურენციაა, რასაკვირველია, ხმაურისა და რეზონანსის გარეშე არც ეს შიდაშესარჩევი ტური ჩაივლის.

ჩამონათვალი ასეთია: ნანუკა გიორგობიანი, გიორგი ჩიქოვანი, დავით შანიძე, ტრიო „მანდილი”, ანჩო დოლიძე, ელენე მიქიაშვილი, ანდრია გველესიანი, ჯგუფი The Mins, ალისა დანელია, რატი დურგლიშვილი, ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი, თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი, ჯგუფი EOS, დიმა კობეშავიძე, მალიბუ, ჯგუფი Asea Sool, ნათია ბიძინაშვილი, მიშა სულუხია, ანი კეკუა, თაკო გაჩეჩილაძე, ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, მარიამ ჩაჩხიანი, ნუცა ბუზალაძე, ჯგუფი Sparkle, ნინო ბაშარული, თემო საჯაია და ჯგუფი ForceMajeure, მარიკო ლეჟავა.

უკვე გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მომღერლებმა აქტიურობა დაიწყეს სოცქსელში. მას შემდეგ, რაც „ევოვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო ყველა შემსრულებლის სიმღერები.

როგორც ოთო ნემსაძე წერს:

„მეგობრებო, ესეც „ევროვიზიის“ სიმღერა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფმა მთელი სული და გული დადო.

რამდენიმე რაღაც მინდა ვთქვა, თუ რატომ მინდა, რომ ზუსტად ეს ჯგუფი წავიდეს წელს „ევროვიზიაზე“.

  1. ჯგუფი LIMBO MUSIC სუპერ პროფესიონალი მუსიკოსების ნაკრებია და შესაბამისი ხარისხის სიმღერაც დავდეთ. შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ და მოისმინოთ 🙂
  2. იყო ჩემს ცხოვრებაშ მომენტი, როცა „ევროვიზიაზე“ წასვლა შემეძლო, მაგრამ მარტო სცენაზე დგომა არ მინდოდა, და მინდოდა, ჩემი მუსიკა გამეტანა ევროპაში ჩემს ჯგუფთან ერთად.
  3. „ევროვიზია კიევშია“ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოედანია და აუცილებლად გავაორმაგებ ხმებს საზღვარგარეთიდან.
  4. კიდევ ბევრი რაღცის თქმა შემიძლია, უბრალოდ, თავს აღარ შეგაწყენთ. წასვლის შემთხვევაში გპირდებით რომ ძალიან იამაყებთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს…

მუდამ თქვენი ოთარა“

თავისი სიმღერა გააზიარა ასევე თაკო გაჩეჩილაძემაც – „ჩემო საყვარელო ქართველებო! აი, დადგა დრო, მოისმინოთ ჩემი დაწერილი სიმღერა და ტექსტი საევროვიზიოდ! მოისმინეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი და რაც მთავარია, რაც შეიძლება ბევრჯერ გააზიარეთ და ხმა მომეცით! მიყვარხართ და მადლობა!“

ნუცა ბუზალაძე წერს, რომ სიმღერა უცხოელმა ავტორებმა დაუწერეს – „მეგობრებო, ეს სიმღერა დამიწერა ბრიტანეთში ორმა ძალიან მაგარმა კომპოზიტორმა, კონ კინგმა და ენდი ვიტოლომ, რომელიც ასევე მუშაობს შვედების სტუდიისთვის. სიმღერა რომ არ ყოფილიყო ასეთი მაგარი, ნამდვილად ვერ გავბედავდი, რომ მქონოდა იმის ამბიცია, რომ ჩვენი ქვეყანა წარმედგინა მსოფლიოს წინაშე, მაგრამ ამ სიმღერის მოსმენისა და ჩაწერის შემდეგ დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს ისტორიაში შეიძლება დაიწეროს რაღაც ძალიან დიდი, რითაც ყველა ვიამაყებთ, როგორც ვიამაყეთ 2014 წელს და 2016 წელს. ახლა ვფიქრობ, რომ 2017-ის დროა. არ მეთანხმებით?“ – აღნიშნა სტატუსში მომღერალმა.

სოცქსელში უკვე გამოჩნდა სხვადასხვა შემსრულებლის მხარდასაჭერი პოსტი. შიდა შესარჩევი ტურის მოახლოებასთან ერთად კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, ასე რომ, თვალი ვადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას. გამარჯვებული საქართველოს კიევში წარადგენს, სადაც „ევროვიზიის“ წლევანდელი კონკურსი იმართება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები