საქართველოს ევროვიზიის წლევანდელი წარმომადგენლების საიმიჯო ვიდეორგოლი უკვე ცნობილია. სიმღერის პრემიერა ოფიციალურ „იუთუბ“-პლატფორმაზე რამდენიმე საათის წინ შედგა.
წელს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები – „ბზიკები“ წარადგენენ.
2008 წლის ტრიუმფის შემდეგ, ჯგუფი დიდ სცენაზე კვლავ იმავე შემოქმედებით გუნდთან ერთად ბრუნდება.
სიმღერა „ბზიკებისთვის“ ტრადიციულად გიგა კუხიანიძემ დაწერა, რომელიც არაერთი ევროვიზიული ჰიტის ავტორია. საიმიჯო ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია.
აღსანიშნავია, რომ „ბზიკების“ ევროვიზიის სიმღერას უკვე 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
