LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

154
2026-05-13_01-31-20_813049

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ.

ფინალში გადავიდა შემდეგი 10 ქვეყანა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.

კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართება. ევროვიზიის კონკურსი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში გადაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g