„ევროვიზია 2026“-ის პირველი ნახევარფინალი ვენაში დღეს გაიმართება, ქართველი მონაწილეები, „ბზიკები“ მეექვსე ნომრად გამოვლენ, მანამდე მათ გენერალური რეპეტიცია გაიარეს.
ვენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში, გენერალურ რეპეტიციაზე, ჟიურიმ კონკურსანტები შეაფასა. დღეს კი, პირველ ნახევარფინალზე, ჟიურისა და მაყურებლის ქულები დაჯამდება და შევიტყობთ, თუ ვინ შეძლებს ნახევარფინალიდან ფინალში გადანაცვლებას.
საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, „ბზიკები“ ამ გამოსვლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: „პირველად, როცა გავიარეთ წითელ ხალიჩაზე, ის ემოციები განვიცადეთ, რაც 2008 წელს, საბავშვო ევროვიზიაზე“, აღნიშნავენ მომღერლები.
„ჩვენ ჩამოვიტანეთ ვენაში ქართული მესიჯი, ქართული სულისკვეთება, ჩვენს სიმღერაში არის შერეული ქართული ფოლკლორი…“, დასძენენ ჯგუფის წევრები.
მაყურებელს „ევროვიზიისთვის“ თვალის დევნება „პირველი არხის“ ეთერში 23:00 საათიდან შეუძლია.
