LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია დამრიგებლის გარეშე დარჩა

31

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ავადმყოფობის გამო “პორტლენდთან” მორიგ დაპირისპირებაში გუნდთან ერთად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კერიმ შარშანდელი რეგულარული სეზონის 43 შეხვედრა გამოტოვა, მაშინ 51 წლის სპეციალისტმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა.

“გოლდენ სტეიტი” პლეი-ოფში “პორტლენდი” 4:0 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის სერიის მეოთხე მატჩი დღეს გამთენიისას ჩატარდა და „მეომრებმა“ 128:103 მოიგეს.

მეტიც, არ არის გამორიცხული, კერი საერთოდ გამოეთიშოს მიმდინარე პლეი ოფს ისევ და ისევ ზურგის არეში ტკივილების გამო.

კერმა განაცხადა, რომ სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები