LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია დასაჯეს: ზაზა ფულს გადაიხდის და თამაშს არ გამოტოვებს (ვიდეო)

49

ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს.

საკალათბურთო ასოციაციამ „გოლდენ სტეიტის“ ქართველი ცენტრი 15 000 დოლარით დააჯარიმა. ფაჩულიას მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს და მას დისკვალიფიკაცია არ ემუქრება.

შეგახსენებთ, „მაიამისთან“ შეხვედრაში ჩვენიანმა მეტოქე ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბებიტმა ფაჩულიას განზრახ მხარი გაჰკრა და ქართველის რეაქციაც ასეთი იყო.

 

https://www.youtube.com/watch?v=x6XGW53gy20

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები