LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეიერვერკების ბაზრობაზე აფეთქების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა

47

ფეიერვერკის ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მეხიკოსთან ახლოს 29 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აფეთქება სან პაბლიტოს ბაზრობაზე მოხდა, რომელიც მეხიკოდან 32 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხანძრის გაჩენის შედეგად უამრავი მაშხალა და ფეიერვერკი ერთად აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მეხანძრეები. აფეთქების მიზეზი უცნობია.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, მათ სხეულის 90%-ზე მეტი აქვთ დამწვარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები