LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მექსიკური პურის – ტორტილას წარმოება იგეგმება

220
qatmis-faxitasi

ქვეყანაში მექსიკური პურის – ტორტილას წარმოება გეგმავენ. პროდუქტის გამოშვებას კომპანია „ლოლაძეების ფერმა“ აპირებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ აღნიშნა, 2021 წელს დაგეგმილია შავი სიმინდის გადამუშავება, რომლის შედეგადაც მიიღება ტორტილა ( ბრტყელი, უსაფუარო პური, რომელსაც მექსიკურ სამზარეულოში გამოიყენებენ).

„ტორტილას გამოყენება და რეალიზაცია მოხდება როგორც კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „ჰერეთში“ და რესტორანში, ისე სხვადასხვა მექსიკურ რესტორანში,“ – აცხადებს ლოლაძე.

აღსანიშნავია, რომ „ლოლაძეების ფერმამ“ შავი სიმინდის წარმოება 2020  წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები