LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი ჯულია რობერთსი კოქტეილის კაბებით პოზირებს (ფოტო)

163

51 წლის ჯულია რობერთსი ბოლო დროს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემის გარეკანს ამშვენებს. მსახიობის ცხოვრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ის 51 წლის იუბილეს აღნიშნავს, მისი მონაწილეობით ერთდროულად ორი კინოპროექტი გამოდის – სერიალი „დაბრუნება სახლში“ და ფილმი „ბენის დაბრუნება“. სწორედ ამ ფილმის შესახებ ესაუბრა ვრცლად მსახიობი გამოცემას Entertainment Weekly, რომლის გარეკანიც დაამშვენა. ჯულია ჟურნალის ფურცლებზე საოცრად  გამოიყურება კოქტეილის ფერად კაბებში.

ჯულიამ გამოცემას ვრცლად მოუყვა ახალ გამოწვევებზე, რომელიც მას ფილმზე მუშაობისას გადახდა. საინტერესოა, რომ პიტერ ჰეჯესის ამ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს, ჯულიას კი მორიგ ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები