LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი „ლამაზმანის“ გარდა, სადაც ჯულია რობერტსის სილამაზე და ნიჭი ყველა მოლოდინს აჭარბებს

269
ჯულია-რობერტსი

ჯულია რობერტსის კარიერაშისულ 70-მდე კინოპროექტია, თუმცა არის რამდენიმე ფილმი, რომელმაც 56 წლის კინოვარსკვლავის კარიერაში უდიდესი გადატრიალება მოახდინა. მართალია, პირველი, რაც ჯულიაზე გვახსენდება, ფილმი „ლამაზმანია“, მაგრამ არსებობს პროექტები, რომლებმაც მის შემოქმედებას ბევრად დიდი ბიძგი მისცა, ვიდრე „ლამაზმანმა“. ამიტომ მოდით გამოვარჩიოთ 10 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ჯულია რობერტსის გულშემატკივარი ხართ.

მაიკლ კოლინზი

ეს გახლავთ 1996 წლის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი, რომელიც ამ კატეგორიის კინოსურათებში გამორჩეულია. ფილმი ირლანდიელი რევოლუციონერის შესახებ გვიყვება, რომელიც თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ფილმში ჯულია კოლინსის საცოლეს განასახიერებს. კინოსურათი ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორი და „ოსკარის“ ნომინანტია.

ნოტინგ ჰილი

ჯულიას მონაწილეობით გადაღებული რომანტიკული ფილმების სიაში „ნოტინგ ჰილი“ ლიდერია. ჯულია რობერტსსა და ჰიუ გრანტს ფილმმა „ოქროს გლობუსის“ ნომინაციები მოუტანა. ევროპული კინოს აკადემიამ კი ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში შეიყვანა.

აგვისტო

ეს გახლავთ რეჟისორ ჯონ უელსის მიერ გადაღებული ტრაგიკომედია, რომელიც ბევრს გაცინებთ და ბევრსაც გატირებთ. ფილმი სამი დის ისტორიას გვიყვება, რომლებიც მშობლიურ სახლში ბრუნდებიან, რათა სიმსივნით დაავადებულ დედას დაუდგნენ გვერდში. დედის როლს მერილ სტრიპი ასრულებს, ჯულია რობერტსი კი შვილის როლში გვევლინება. ფილმმა ჯულიას „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და ამერიკის გილდიის ნომინაციები მოუტანა.

ფოლადის მაგნოლიები

ფილმი ექვსი ქალის მეგობრობაზე გვიყვება, რომლებიც ლუიზიანას შტატის პატარა სოფელში ცხოვრობენ. ჯულია ფილმში ლამაზმანი შელბი იტელტონის როლს ასრულებს. ამ როლმა მას „ოსკარის“ მორიგი ნომინაცია მოუტანა.

მონა ლიზას ღიმილი

2003 წელს გადაღებულ ამ ფილმში ჯულია რობერტსი ქალთა კოლეჯის მასწავლებლის როლს ასრულებს, ვისი ფემინისტური სწავლის მეთოდებიც მიუღებელია სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის. აქ რობერტსის პარტნიორები არიან კირსტენ დანსტი, მეგი გილენჰაალი და ჯულია სთაილზი.

მოკვდე ახალგაზრდა

ჯულია რობერტსისა და კემბელ სკოტის დუეტზე ბევრი დაიწერა მედიაში. კინოკრიტიკოსებმა ჯულიას როლს 1991 წლის ფილმში „მოკვდე ახალგაზრდა“, უმაღლესი შეფასება მისცეს. ფილმი ლეიკემიით დაავადებულ ახალგაზრდა მამაკაცზე გვიყვება, რომელიც მომვლელად ულამაზეს ექთანს დაიქირავებს.

ერინ ბროკოვიჩი

ეს გახლავთ სტივენ სოდერბერგის მიერ 2000 წელს რეალურ მოვლენებზე გადაღებული, ბიოგრაფიული დრამა, რომელმაც ჯულიას „ოსკარი“ მოუტანა. ფილმი 90-იანი წლების ამერიკელ უფლებადამცველზე საკვანძო აღმოჩნდა ჯულიასთვის. მან ჰონორარის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღო, რამაც ის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად აქცია.

დედინაცვალი

ეს გახლავთ 1998 წლის დრამა სიუზან სარანდონის, ჯულია რობერტსისა და ედ ჰარისის მონაწილეობით. ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, იზაბელის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს გამოძებნოს საერთო ენა ახალი შეყვარებულის შვილებთან და მის ყოფილ ცოლთან, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული.

ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი

ესეც კიდევ ერთ მელოდრამა 90-იანებიდან, რომელმაც ჯულიას პოპულარობა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. აქ ჯულიას, დერმოტ მალრუნის და კამერონ დიასის კოლაბორაცია ნამდვილად ყველა მოლოდინს აჭარბებს.

სასწაული

ეს გახლავთ დრამა, სადაც ჯულია 10 წლის ბიჭის დედის როლს ასრულებს, რომელსაც სახის უიშვიათესი დეფორმაცია აქვს. „ოსკარზე“ ნომინირებულ ამ ფილმში ჯულიას პარტნიორობას ჯეიკობ ტრემბლი უწევს, ხოლო თავად ჯულიას სამსახიობო კლასი შეუდარებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები