LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი „საჩუქარი“ 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება

116

Check in Georgia-ს მხარდაჭერით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2018 წლის პროგრამა კი ოფიციალურად გაიხსნება „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაფუძნდა საქართველოში, ქართული სახელმწიფოს, საერთაშორისო დირექტორატის საბჭოს და ქალბატონი ქეთი დოლიძის მიერ. იგი პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991), რომელიც ყოველწლიურად იმართება და ბოლო წლების მსოფლიო პრემიერებით თეატრის, ცეკვის, დრამატურგიის, ლიტერატურის, სასცენო მხატვრობის საერთაშორისო ფორუმს  მასპინძლობს თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები