LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა მსოფლიოს აღარ გაზრდის: ყატარმა ამდენი გუნდი რად მინდაო

37

Qatar Living-ის ინფორმაციით, ფიფამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა გადაიფიქრა.

ფიფას უკვე გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, თუმცა შემდეგ მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ გაფართოებული შემადგენლობა შეიძლებოდა უკვე მომდევნო მუნდიალზე გვეხილა.

ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. გავრცელებული ცნობებით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი და ტურნირის ორგანიზატორები მონაწილეთა რაოდენობის ზრდაზე თანახმა არ იყვნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატში 1998 წლიდან 32 გუნდი მონაწილეობს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი იქნება პირველი მუნდიალი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები