LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის გადაღებებზე მიღებული ტრავმის შემდეგ ტომ კრუზმა პირველი კომენტარი გააკეთა

78

ტომ კრუზმა ფილმ „შეუსრულებელი მისია 6“-ის გადაღებებზე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც გადაღების პროცესი 2 თვით შეჩერდა. ამ დღეებში, გამოცემა People-თან ვარსკვლავმა დაზიანებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კრუზის თქმით, ტერფის შეხორცების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს. ვარსკვლავმა თაყვანისცმცემლებს კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გადაღებებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კრუზი იმ იშვიათი მსახიობების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც გადაღებებში ტრიუკებს დუბლიორის გარეშე ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები