LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში იქნება უპრეცედენტოდ დაბალი საგადასახადო გარემო

72

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იქნება უპრეცედენტოდ დაბალი და კომფორტული საგადასახადო გარემო და ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება წვდომა საკრედიტო და სასტარტო კაპიტალის რესურსზე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

ბახტაძის თქმით, პირველი ივლისიდან ამოქმედებული საგადასახადო რეფორმა შეეხება თითოეულ მოქალაქეს. „ნებისმიერ ადამიანს აქვს და ექნება საშუალება დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. 500-ათასიანი ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიცავს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და გადაიხადოს სიმბოლური, 1%- იანი გადასახადი ისე, რომ არ მოუწიოს არანაირი ბუღალტერიის წარმოება. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ის საგადასახადო რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, მათზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სტატუსის მიღების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ მიიღოს კრედიტი სხვადასხვა საქმიანობისთვის,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები