LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან „სვეტის” დაზარალებულები აქციას მართავენ

138

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები შეკრებილები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან. მენაშენეები ითხოვენ, რომ კომპანიის დაკავებულმა ხელმძღვანელებმა წილები სხვა კომპანიას გადასცენ, რომელიც მშენებლობის დასრულებას შეძლებს.

როგორც ცნობილია, 20 ივნისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების შესახებ იმსჯელა და მის მოადგილეს ილია ელოშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება დაავალა. ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შესაძლოა, ფინანსური შეღავათები დაუწესდათ.

შეგახსენებთ, რომ მენაშენეებმა კომპანია „სვეტის“ ოფისი 21 ივნისს დაიკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანია “სვეტს“ შეიძლება რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცეს.

გივი ჯიბლაძე, კომპანია “სვეტის” დირექტორი, დღეს თავის სახლში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები