LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FORBES: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონად იყიდება

147

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს.  როგორც ყაზახური Forbes იუწყება, ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ „ყაზტრანსგაზმა“ ყაზახეთის საფონდო ბირჟას უკვე აცნობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიიღეს.

შეგახსენებთ, “ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 მილიონ 500 ათას დოლარად 2006 წელს შეიძინა. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: 2009 წლის მდგომარეობით “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ყაზტრანსგაზი” ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნებას სთხოვდა. 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს” შესაძლოა, მფლობელი შეცვლოდა. მაშინ ახალ მფლობელად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სახელდებოდა, თუმცა,  მაშინ ჯგუფში ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურეს. 2017 წელს კი „ყაზტრანსგაზმა“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები