LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟის“ პეკინურ პრემიერაზე შარლიზ ტერონი გოთიკურ სტილში მივიდა

161

პეკინში ფილმ „ფორსაჟის“ მერვე ნაწილის პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე შარლიზ ტერონი და ჯეისონ სტეტჰემი გამოჩნდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის ჰოლივუდელმა ლამაზმანმა გოთიკური სტილი მოირგო: „ლუი ვიტონის“ შავი და ბრჭყვიალა კრისტალებით გაწყობილი კაბა ღრმა ჭრილით, რომელიც მის ულამაზეს ფეხებს უსვამდა ხაზს.

შარლიზის თქმით, „ფორსაჟში“ გამოჩენა მისთვის დიდი პატივი იყო.

ლამაზმანმა ჩინელ თაყვანისმცემლებთან უამრავი ფოტო გადაიღო და მათ ავტოგრაფებიც დაურიგა.

დიდ ეკრანებზე ფილმი 12 აპრილიდან გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები