LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ჯილეხით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

127

ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ გააკეთა.

„პაციენტმასამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დაგვიანებით მიმართა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის ლეტალურად დასრულების მიზეზი. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციედა მისი რეფერალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აღნიშნა მაკა გაბუნიამ.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მათივე განცხადებით აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით, რეგიონში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები