Future Laboratory-ის ინოვაციურ პროექტებს საფრანგეთში გაეცნენ

87

კომპანია Future Laboratory-ის ოპერაციული დირექტორი, გიორგი ხაჩიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ ფაბლაბების საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა.

როგორც ”ფორტუნას” Future Laboratory-დან აცნობეს, გიორგი ხაჩიძემ კომპანიის ინოვაციური პროექტები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ხორციელდება, 70-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელს გააცნო.

კონფერენციის განმავლობაში Future Laboratory-ის ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ისეთი განვითარებული ქვეყნების STEM სკოლებისა და ფაბლაბების წარმომადგენლებს, როგორიც არის: აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვა. აღნიშნულმა ქვეყნებმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოთქვეს კომპანიის მიერ შემუშავებული სასწავლო კურიკულუმების მიმართ, რომლებიც ასევე მოიცავს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას (PBL)-სა და ფაბლაბის ინტეგრაციას სასკოლო გაკვეთილებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები